სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა.