თეგებით ძიება

მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია... - ფსიქიატრი ლევან ანდრონიკაშვილი მარიხუანას ზემოქმედებაზე

რა ზემოქმედებას ახდენს მარიხუანა ადამიანის ტვინსა და პოტენციაზე. ამის შესახებ ფსიქიატრმა ლევან ანდრონიკაშვილმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

„მარიხუანა არის მესამე ყველაზე მოხმარებადი ნივთიერება მსოფლიოში, რომელმაც შეიძლება გამოიწვისო ადიქციაც.

დოზის რეგულირება ასე ადვილი რომ იყოს, კარგი იქნებოდა. რას მოელიან, რა გინდა შეცვალოთ მარიხუანის მიღებით? ზოგი ამბობს, კრეატიულობა მიუკეთესდებაო, მაგრამ რომ შეადარეს, ეს არის შეგრძნება და არა სინამდვილე. იმავე პიროვნებას ბევრად მცირე დროში შეუძლია გააკეთოს იმავენაირი პროექტი, ვიდრე მარიხუანას გამოყენების დროს… მეხსიერება, კონცენტრაცია, გადაწყვეტილებების მიღება… ადამიანი კარგავს დროის შეგრძნებას.

მინახავს ხალხი, რომელმაც ერთხელ მოწია და იმის შემდეგ შფოთვებსა და პანიკებშია.

10-15 წლის წინ უკვე ვიცოდით, რომ ორსულობის მოშლის დროს ან მამაკაცი იყენებდა მარიხუანას, ან ქალი. ორჯერ მეტია ასეთ შემთხვევებში. მერე დაისვა კითხვები, რა გავლენა ჰქონდა კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდზე…“ - განაცხადა ფსიქიატრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა