თეგებით ძიება

რუსებმა უკრაინის 6 რეგიონს დაარტყეს, მათ შორის, კიევს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის მორიგი მასიური თავდასხმა უკრაინაზე. ოკუპანტებმა ერთდროულად 6 რეგიონს შეუტიეს. მიკოლაევში განადგურდა ათობით საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.

ოკუპანტებმა იერიში კიევზეც მიიტანეს. დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი და ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

კიევში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. მიმდინარეობს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

ხარკოვის რაიონში დაშავებულია ორი ადამიანი; მაშველები მუშაობენ ლვოვის რეგიონშიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა