ხაშურში მდინარე ადიდდა და 200-ზე მეტი სახლი დაიტბორა
სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან ხაშურშიც. მდინარე შოლას ადიდების შედეგად 200 მეტი სახლია დატბორილი. 10-მდე სოფელს ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ შოლა ყოველ წელს დიდდება და ქუჩების დატბორვაც ყოველწლიურად ხდება.
"აქ ვცხოვრობ ჩიხში და რომ შემოხვიდეთ, ჩემს უბანში, პირველი სართული საერთოდ არ არსებობს. ლომოურის ქუჩაზე გასაბერი ნავებით დაცურავენ, ისეთი მდგომარეობაა", - ამბობს ხაშურში მცხოვრები ქალი.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლომოურის, ყიფიანის, რუსთაველის, იმერეთის ქუჩებზე. დატბორილია ეზოები, სახლების სარდაფები და პირველი სართულები.