თეგებით ძიება

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი  86 წლის  ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.

1961 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988);  1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია(1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი(სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის(1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის "მუსკომედიის" სცენაზე(1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის;  მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: "მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "დინამო, დინამო" და სხვ; მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: "ორერა", "რერო", "ივერია", "თეატრონი" და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.  

საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1998-2007)

2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია1996 - ღირსების ორდენი

ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის1988 - საქართველოს სახალხო არტისტი1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა