თეგებით ძიება

უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი - მიხეილ სარჯველაძე

უბედურება დატრიალდა კვლავ და მართლა ძნელია გამოხატო ამ მდგომარეობის მძიმე დრამატიზმი. უმძიმესი მდგომარეობაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა.

„ჩამოსვლის მთავარი ამოცანა არის, გაირკვეს, [არის თუ არა ადგილზე] ყველაფერი, რაც აუცილებელია სამძებრო სამუშაოების მხრივ, როგორია ადამიანების საჭიროება, მომავალი რისკის განსაზღვრა და, შესაბამისად ადამიანების დაცვა. ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა