თეგებით ძიება

უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზის რეისები გაუქმდა

უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზის რამდენიმე რეისი გაუქმდა„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:

ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874.

ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:

ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418

და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა