„ჩემო თვალებციმციმა გოგო... ჩემო მაიკო“ - ცნობილია ბაღდათში გარდაცვლილი მეორე ადამიანის ვინაობა
ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.
ცნობილია, რომ გარდაცვლილია, 20 წლის ნია რობაქიძე. "ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ" ,- წერენ სოციალურ ქსელში.
ახლა კი მეორე ადამიანის ვინაობაც გახდა ცნობილი. ის მაია ჩეჩელაშვილია.
„ჩემო თვალებციმციმა გოგო. ჩემო მაიკო როგორ დამიტოვეთ ქრისტო მარტო! როგორ არ შეიცოდეთ“.