„ძველი, მყუდრო ბახმაროდან მხოლოდ მოგონება და სახელი დაგვრჩება... მე გამიფრთხილებიხართ აქედანვე“ - ოთარ ჩრდილელი
ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ოთარ ჩრდილელი ბახმაროში მრავალფუნქციური კომლექსის მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„იქნება თოვლი უხარისხო.
იქნება ჰაერი დაბინძურებული.
იქნება გაუთავებელი საცობები, თოვლი აზელილი ტალახად და მასში ჩაყრილი ჯიპები.
სეზონზე გახდება 3 მილიონიანი.
არ ეყოფა კანალიზაცია და იქნება სხვა მუდმივი ,,ბიტავუხა,, პრობლემა.
და ეს იქნება დასავლეთ საქართველოს ბაკურიანი.
რამდენი სამშენებლო კომპანია, დარენდერებულ პროექტს შემოაგდებს, იმდენს თავი არ უნდა დავუქნიოთ, ასკილივით.
ჯერ მინა ისედაც ცივი ფაქტურაა და მისი გამოყენება მრავალსართულიან კორპუსში, თან ასეთ კლიმატურ პირობებში. მაგ კორპუსში - სერიოზული ხარჯი იქნება, ბინის ყიდვის შემდეგ.
მე არ მომწონს, ბახმაროს ,,განვითარების,, იდეა. ეგრე - ვიწრო პროფილის კომპანია ვითარდება და არა რეგიონი.
მანდ როგორც კი ეგ აშენდება, მერე დაიწყება ჯოჯოხეთი ეგეთი გაუთავებელი, დაუსრულებელი მშენებლობების.
ვნახე ქართველების მადა თბილისში, ბათუმში და ა.შ. ყველგან კატასტროფაა
არ მინდა უფრო დეტალებში შევიდე, რასაც ხარისხი, შემოწმება, კონტროლი, ზედამხედველობა, დისტანცია და ბევრი სხვა რამ ჰქვია.
ძველი, მყუდრო ბახმაროდან მხოლოდ მოგონება და სახელი დაგვრჩება.
მამალმა თქვა მე ვიყივლებ და თუ გათენდება, თორეო… მე გამიფრთხილებიხართ აქედანვე.
როგორც ბევრ რამეში, აქაც წლების მერე - გაგახსენებთ ამ სტატუსს. ურემის გადაბრუნების შემდეგ“.