თეგებით ძიება
07. 02. 2024 მსოფლიო

დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას თქმით, დონალდ ტრამპს უკრაინაში მიმდინარე ომის 24 საათში დასრულება ნამდვილად შეუძლია. პოლონური მედიის ცნობით, ამის შესახებ მან რუანდაში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვლადიმირ პუტინი ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ნატოს რომელიმე ქვეყანაზე თავადსხმას გაბედავს, იმიტომ რომ მან იცის, რამდენად დიდია განსხავავება ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მხრივ ნატოსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა დუდამ.

მან ასევე შეაფასა დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, უკრაინაში მიმდინარე ომს 24 საათში დაასრულებს.

„ჩემი პირადი გამოცდილებით, როგორც პოლონეთის პრეზიდენტს, რომელსაც უმუშავია პრეზიდენტ ტრამპთან, შემიძლია გითხრათ, რომ მან შეასრულა ყველაფერი, რასაც დამპირდა. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ტრამპი ასრულებს დანაპირებს. თუ ის რამეს ამბობს, ამას სერიოზულად ვეკიდები“, - აღნიშნა დუდამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა