თეგებით ძიება

„ვერასდროს დავიჯერებ ამ ამბავს! ყველაზე კეთილი მიშიკო!“ - ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორს მეგობრები ემშვიდობებიან

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი ფრინავი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

„ვერასდროს დავიჯერებ ამ ამბავს!!! ყველაზე კეთილი მიჟიკო! თავი კოშმარში მგონია. შენ სულ იყავი და იქნები საუკეთესო ადამიანი და მეგობარი, რომლის იმედი სულ აქვთ, ყველაფერში, ყოველთვის“,- წერს მეგობარი.

„არ მჯერა! ვერ დავიჯერებ ! ჩვენი მიშო“; „ყველაზე კარგი მიშო“; „მიშო, თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ტელეკომპანია "იმედს"!; „ვიზიარებ ტელეკომპანია "იმედის" ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახის წევრებისა და კოლეგების მწუხარებას. ვუსამძიმრებ მასთან ერთად დაღუპული პილოტების ოჯახებს. შეძრული ვარ ამ ამბით... გითანაგრძნობთ, ყველას, ვინც მათ იცნობდით“,- წერენ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა