დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი - ალეკო ელისაშვილი
დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „მოქალაქეების“ ლიდერს ეჭვი ეპარება იმაში, რომ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შედეგს მოიტანს.
„თუ ჩვენ რეალურად გვინდა ცვლილებები პოლიტიკურ არჩევნებზე ოქტომბერში, აუცილებელია პროევროპული პარტიების ერთობის კონტურების რაღაცნაირი მოხაზვა. თუმცა, გუშინაც ვთქვი და დღეს კიდევ უფრო მეტად მიმყარდება ის აზრი, რომ აქედან არაფერი გამოვა. რატომ? ინიციატივა კარგი და დროულია, მაგრამ ოპოზიციონერი ლიდერების ზედმეტი ამბიციურობით, ამპარტავნებით, რაც შემდეგ არაადეკვატურობაში გადაიზრდება, ამ საქმიდან არაფერი გამოვა“, - ფიქრობს ელისაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.