„შეგიძლიათ დაისვენოთ, დმი-ებო. ფაქტიურად 5 დღიანი ტრენინგი ქონდათ პატიმრის უფლებების დაცვაზე“ - ნატა ფერაძე
სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე 5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს:
„დმი ასე აწერიათ იმ თანამშრომლებს, იქ რომ მდარაჯობდნენ.
არა, რამ გაფიქრებინათ? - დროებითი მოთავსების იზოლატორს ნიშნავს.
შეგიძლიათ დაისვენოთ, დმი-ებო. ფაქტიურად 5 დღიანი ტრენინგი ქონდათ პატიმრის უფლებების დაცვაზე.
ისე, იმედია სხვა პატიმრებსაც შევსებულ ბლანკებზე მოაწერინებთ ხოლმე აწი ხელს და არა ცარიელზე, "მერე ჩავწერთ რასაც საჭიროას" გარეშე“.