ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეექვსე ცხედარი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს სამი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი.