თეგებით ძიება

რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალს საქართველოს დელეგაციაც დაესწრება - დიმიტრი ლორთქიფანიძე

რუსეთში, მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე მონაწილებას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს - ამასთან დაკავშირებით რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS-ი საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტარს ავრცელებს.

"დიახ, საქართველოდან დელეგაცია იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე. უკვე ჩამოყალიბდა 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. დელეგაციის წევრები არიან ახალგაზრდა ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის არის ანა ხოტივრიშვილი, არჩილ სიხარულიძე - ავტორი ქართულენოვანი წიგნის სახელად რუსეთის ფედერაციის შიდა და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი ლიტერატურის სახით იყენებენ". - თქვა ლორთქიფანიძემ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიხედვით.

რუსული მედიის თანახმად, მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალი სოჭში გაიმართება, საქართველოს დელეგაციას კი თავად დიმიტრი ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა