ავარიის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
დღეს დილით, ავარიის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევა ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მანქანა ტროტუარზე მდგომ სამ ადამიანს შეეჯახა, დაზიანდა კომერციული ობიექტის ფასადიც.
მეორე დაშავებულო მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
წყარო : AJARATIMES.GE