„კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში“ - არჩილ გამზარდია
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამა წარადგინა.
კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ირაკლი კობახიძეს დღევანდელი გამოსვლა.
კობახიძის პოლიტიკური კლასი აშკარა უპირატესობაში იყო დღეს ოპოზიციურ გამომსვლელებთან მიმართებაში.
ოპოზიცია, ძირითადად, იყო დემაგოგიური, სადღეგრძელოებით გამოხატული, სუბიექტურ განწყობებზე ორიენტირებული ტრაფარეტული ტექსტებით.
კობახიძე იყო მშვიდი, კორექტული (რაც მას, როგორც წესი, არ ახასიათებს), ინფორმაციული და ასე ვთქვათ, მშვიდი ცურვის რეჟიმში, ძალიან ეადვილებოდა ოპოზიციასთან გამკლავება.
"მადლობა" ოპოზიციას, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი პოლიტიკოსი დააწინაურეს ჩემს თვალში.
ჰო... რაც შეეხება სხდომის წამყვანს, ბოკუჩავა იყო ზომიერი, კორექტული წამყვანი და როგორც კობახიძემ მოუგო ოპოზიციას 1:0, ისე თინა ბოკუჩავამ მოუგო 1:0 იმ ოპოზიციონერებს, რომლებმაც ისტერიკა ატეხეს, რას ჰქვია, ბოკუჩავამ უნდა წაიყვანოს სხდომაო.
მთლიანობაში, საერთო პოლიტიკური გარემო არის პრიმიტიული, დემაგოგიური, კლიშეებითა და ტრაფარეტებით სავსე, დაბალი პოლიტიკური კომპეტენციით, დაბალი პოლიტიკური კულტურითა და იაფი პოპულიზმით გამოხატული - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.