თეგებით ძიება

გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა

ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ 5-6 თებერვალს გელათის მონასტრის ტაძრებში წყალი ჩავიდა. ის სოციალურ ქსელში ვიდეო მასალასაც ავრცელებს. 

მისი თქმით, ამჯერად წყლის ინფილტრაცია ძირითადი ტაძრის ნართექსშიც დაფიქსირდა, სადაც უძველესი XII საუკუნის ფერწერაა.

"უხარისხო დროებით გადახურვა 2020 წლიდან აქვს გელათის ღვთისმშობლის შობის და წმ. გიორგის ტაძრებს, რაც პირველად, მონტაჟიდან 1 თვეში დაზიანდა და 2021 წლის 19 იანვარს დასავლეთის მკლავის მდგომარეობა დაამძიმა.

ვეხმაურებოდით კომიტეტის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ რწმენა დროებითი გადახურვის საიმედობის შესახებ უსაფუძვლო იყო და მივუთითებდით მიზეზებზე, თუ რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ზამთარი მშვიდად ყოფნა.

კლიმატის გაუარესების შემთხვევამ (რაც გელათის ზონაში მოსალოდნელი და დასაშვები პირობაა) გამოაჩინა, რომ გადახურვის მდგრადობის მიუხედავად (კონსტრუქცია და თუნუქი არ დაზიანებულა), კონცეპტუალური წუნის გამო, ტაძრებში წყლის ინფლიტრაციის რისკები ვერ იქნა დაზღვეული.

კომიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებით 5-6 თებერვილის დროს ტაძრებში წყლის შეღწევის ყველა ლოკაციას შეისწავლიან და ანგარიშის სახით წაურდგენენ საზოგადოებას", - წერს ბარათაშვილი.

შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს საპატრიარქომ წულუკიანის სამინისტროსგან 2023 წლის თებერვალში გადაიბარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა