თეგებით ძიება

საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღება ცვლის რეალობას რეგიონში - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას რეგიონში. 

ფაშინიანმა ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან შეიცვალა, მათ შორის შეიცვალა სამხრეთ კავკასიის რეგიონიც. 

"მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი (საქართველო და თურქეთი. რედ.) და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა "სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს ჩვენი რეგიონია", - თქვა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა