ქეთა თოფურია მესამე შვილს ელოდება
მედიაში რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალი ქეთა თოფურია მესამედ ემზადება დედობისთვის.
თოფურიასთან დაახლოებულმა წყარომ რუსულ მედიას დაუდასტურა, რომ ის მართლაც სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. მომღერალი დეკრეტულ შვებულებაში გასვლას ბოლო თვეში გეგმავს.
მომღერალი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ლევ ძენგოვი გაზაფხულზე კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილის პირველი შვილი, ადამი, ახლახან სამი წლის გახდა და ბავშვის დაბადების დღის წვეულებიდან გადაღებული ფოტოების შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ 37 წლის თოფურია ორსულად იყო.
"ქეთა მართლაც ბავშვს ელოდება. ქეთას და მის მეუღლეს ყოველთვის უნდოდათ მეტი შვილი, ამიტომ ორივე სიხარულით მეშვიდე ცაზეა. ქეთა უკვე შვიდი თვის ორსულია. ორსულობა საკმაოდ მარტივად მიდის, ქეთა აგრძელებს პერიოდულად გამოსვლას დახურულ ღონისძიებებზე, მაგრამ თავს იკავებს სოციალურ ქსელში გამოჩენისა და დიდი კონცერტებისგან.
ვიცი, რომ მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გეგმავს დეკრეტულ შვებულებაში წასვლას, როგორც ეს მოხდა მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, ახლა ის და მისი მეუღლე აქტიურად ემზადებიან ნანატრი დღისთვის“, - ამბობს წყარო.
ქეთა მესამე შვილის მოლოდინშია - ვაჟის, ადამის გარდა, ის ზრდის რვა წლის ქალიშვილს, ოლივიას, რომელიც ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ქორწინებისას შეეძინა. ძენგოვს ასევე ჰყავს უფროსი შვილები წინა ურთიერთობებიდან - ვაჟი ლეონიდი და ქალიშვილი შოშანა.
გასულ ზაფხულს მომღერალმა მედიასთან აღიარა, რომ ოცნებობს ისევ განიცადოს დედობის სიხარული. "ღმერთის ნებით, მე შევძლებ მესამე ბავშვის გაჩენას. ექიმები ამბობენ, რომ მიზანშეწონილია ორმოცი წლის ასაკამდე გავაჩინო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ორმოცდაათი წლის ასაკში იმშობიარეს", - ამბობდა მაშინ ქეთა.