თეგებით ძიება

„დაგვტოვა სოსო ჯაჭვლიანმა - თავის სამშობლოზე, სვანეთზე, სპორტსა და კინოხელოვნებაზე შეყვარებულმა კაცმა“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილს კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანას მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი დააკლდა.

„დაგვტოვა სოსო ჯაჭვლიანმა – თავის სამშობლოზე, სვანეთზე, სპორტსა და კინოხელოვნებაზე შეყვარებულმა კაცმა.

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცი დააკლდა თავის ქვეყანას.

მთელი გულით ვიზიარებ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის, ახლობლების მწუხარებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, – წერს კახა კალაძე.

ცნობისათვის, მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი ბოლო პერიოდში სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა