ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება.
„მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.