თეგებით ძიება

თუ ეკონომიკის ზრდის ასეთი ტემპს შევინარჩუნებთ ბევრად უფრო მალე იქნება მიღწეული მიზანი, რასაც სიღარიბის განულება ჰქვია - ირაკლი კობახიძე

სიღარიბის შემცირების თემაზე საუბრობდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ამ კუთხით უკვე გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევა. რა თქმა უნდა, სურათი კვლავაც რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 30% იყო სიღარიბე 2012 წელს. ეს დაგვიტოვეთ თქვენ. 2022 წლის მაჩვენებელი უკვე იყო 15,6%, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სიღარიბის დასაძლევის მტავარი გზა ეკონომიკის განვითარებაა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე, თუმცა გვაქვს კვლავაც მძიმე მაჩვენებელი. ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი კვლავაც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა. რაც შეეხება იმას თუ რა ტემპებსა და ვადებში შევძლებთ სიღარიბის დაძლევას. აქ იყო ნახსენები 0,7%, 2027 წლის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაშიც კი 100 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური გეგმები და პირველ რიგში სიღარიბის დაძლევა დაკავშირებული იქნება ეკონომიკის ზრდასთან. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ტემპს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ტემპი იყო ძალიან მაღალი. თუ ასეთი ტემპს შევინარჩუნებთ, მერწმუნეთ, რომ ბევრად უფრო მალე იქნება მიღწეული ის მზიანი, რასაც ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის განულება ჰქვია. მთავარია ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა