გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, ბარისახო, ჩარგალი, ზემო ხორხი და მიმდებარე სოფელბში;
11:30-დან 12:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, დაბა სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.