წუხელ რომ დაფაცურდნენ ქართველები რომში, ეგეთი რაღაცა არც გამიგია და არც მინახავს - მინდია გაბაძე
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი. გია რობაქიძის მეუღე და ბავშვების დედა ემიგრანტია. ის იტალიიდან საქართველოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. სოციალური ქსელის მომხმარებელი მინდია გაბაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ემიგრანტების ფეისბუქ-ჯგუფებში რა არ წამიკითხავს, რა არ მინახავს, რაზე არ დავსედიანებულვარ და რაზე არ გამღიმებია. მაგრამ წუხელ რომ დაფაცურდნენ "ქართველები რომში" და ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილის 8 საათზე რომიდან ქუთაისში მოდიოდნენ, ეგეთი რაღაცა არც გამიგია და არც მინახავს.
ეძებდნენ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილით ქუთაისი-რომის რეისზე, ბაღდათისკენ მიმავალ ქალს ყურადღებას მიაქცევდნენ.
თავიანთი გაჭირვება, დარდი და ტანჯვა საკმარისი იყო ყველასთვის, მაგრამ მეწყერჩატანილი ქმრისა და სამი ბავშვის დასატირებლად მიმავალი ქალის კანში თითქოს ყველა ერთიანად ცდილობდა შესვლას და ამ ტანჯვის გაზიარებას“ - წერს მინდია გაბაძე.