თეგებით ძიება

საფრანგეთში სექსუალური კავშირების მიმართ ინტერესმა მკვეთრად იკლო - კვლევის შედეგები

სამშაბათს, 6 თებერვალს, „საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ინსტიტუტის“ (IFOP) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ფრანგებს ნაკლებად აქვთ სექსი, განსაკუთრებით, - 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ეს ფენომენი პორნოგრაფიასთან, ასევე ურთიერთთანხმობისა და ნებაყოფლობითობის კონცეპტის გაფართოებასთან ასოცირდება.

ფრანგების სექსუალური აქტივობა, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ დონეზეა. „2023 წელს გამოკითხულთა 76%-მა დაადასტურა, რომ ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მაშინ როდესაც 2006 წელს ეს მაჩვენებელი 91%-ს შეადგენდა“, - აღნიშნულია IFOP-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში. ეს ისტორიული ვარდნა ეკრანის (screen) გამოყენების ზრდით არის განპირობებული. „ადამიანები სექსუალურად აქტიურობას განაგრძობენ, მაგრამ ხშირად - ინდივიდუალურად, ანუ პორნოგრაფიის მასობრივი მოხმარების გზით“, — განმარტავს სექსოლოგი ტერეს ჰარგოტი.

სულ უფრო მეტი ფრანგი ასეაქსუალი ხდება

ეს დასკვნა კიდევ უფრო შემაშფოთებელია 18-24 წლისასაკობრივ ჯგუფში, რომლის ყოველი მეოთხე წარმომადგენელი აღიარებს, რომ 2023 წელს სექსი არ ჰქონია. ეს მაჩვენებელი ხუთჯერ მეტია, ვიდრე ხუთი წლის წინ ჩატარებული ანალოგიური კვლევის დროს. რა არის ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი? პორნოგრაფიის გავლენა. კიდევ ერთი მიზეზია არის გაუმჯობესებული კონსენსუალური ურთიერთობები. მაგალითად, ქალები სულ უფრო ნაკლებად იხერბიან სექსისკენ: გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ სექსით იყო დაკავებული მაშინაც, როდესაც ამის გაკეთება არ სურდა (ორმოცი წლის წინ ეს მაჩვენებელი 76% იყო). და ბოლოს, უფრო მეტი ფრანგი ამბობს, რომ ასექსუალია: გამოკითხულთა 12% აღიარებს, რომ სხვა ადამიანები სექსუალურად არ იზიდავენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა