თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდა

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - თეა წულუკიანი

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი ამილახვარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ შამუგია

იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - თეა ახვლედიანი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა