თეგებით ძიება

ივანიშვილი პოლიტიკაში გროსმაისტერია და შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რჩევები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია.

„სტატუსის მიხედვითაც იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი, ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ ზოგადად პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.

მისი რჩევები ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი.

მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 სვლა. ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა