გვაქვს კანონიერი უფლება, გავანადგუროთ სამხრეთ კორეა - კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს კანონიერი უფლება, გაანადგუროს სამხრეთ კორეა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო მედია იტყობინება.
კიმ ჩენ ინის თქმით, სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის „მთავარი მტერია“, რის საფუძველზეც ის ნებისმიერ დროს შეიძლება განადგურდეს.
მიმდინარე წლის იანვარში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანება შეუძლებელია, ამიტომ ის მთავარ მტრად უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან გაერთიანების მთავარი სიმბოლოს, „გაერთიანების თაღის“ დემონტაჟი განხორციელდა.