„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, ამ დროს ყველა მეწყრული ზონა დაიძვრება" - ზურაბ ჯავახიშვილი
"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მოხდება ძლიერი მიწისძვრა - ამ დროს კი ყველა მეწყრული ზონა დაიძვრება" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა განაცხადა.
როგორც სეისმოლოგი აღნიშნავს, მოსახლეობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გაფრთხილებული უნდა იყოს.
"მეწყერი მიწისძვრასთან შედარებით გაცილებით ლოკალური მოვლენაა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მოხდება ძლიერი მიწისძვრა - ამ დროს კი ყველა მეწყრული ზონა დაიძვრება. ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მოსალოდნელი. ამ ბუნებრივ საფრთხეებზე ყველას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია" - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.