თეგებით ძიება

იტალიაში ლევან კოღუაშვილის ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“, ჩვენება გაიმართება

იტალიის ოცდაათი ქალაქის კინოთეატრებში 2024 წლის 8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმის, „მეოთხე ბრაიტონის“, ჩვენება გაიმართება. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, რომში, ტურინში, მილანსა და ბოლონიაში ფილმს თავად რეჟისორი წარადგენს.

„მეოთხე ბრაიტონი“, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა, დიდ ეკრანზე უკვე იხილა საფრანგეთის (50 კინოთეატრი), შვედეთის, ისრაელის, აშშ-ისა და ბულგარეთის საზოგადოებამ. იტალიაში ფილმის დისტრიბუტორია Invisible Carpets-ი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა