"ეს რა დღე დამიდგა... შვილის მკვლელი ვარ" - რა ხდება რუსთავის ბაზრობასთან?
სროლა რუსთავში სტამბოლის ბაზრობასთან - ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარბის ბრიგადები.
ბაზრობასთან, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, იმყოფებიან მოკლულების ოჯახის წევრებიც.
"ეს რა დღე დამიდგა, მე მოვკალი... შვილის მკვლელი ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოკლულის ოჯახის წევრი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მოვაჭრეების ნათესავი, რომელიც იმავე ბაზრობაზე მუშაობდა. დაკავებულს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და შურისძიების მიზნით დაიწყო რუსთავში, სტამბოლის ბაზრობაზე სროლა.