"კაიფში იყო, მივიდა ბიძასთან, სროლა ატეხა, 3 ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და მეოთხე კიდევ ტაქსის მძღოლი" - საზარელი ტრაგედიის დეტალები
უმძიმესი დანაშაული მოხდა რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად მოკლულია 4 პირი და დაჭრილია ერთი.
ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილი.
მოკლულ 4 ადამიანს შორის არის ტაქსის მძღლიც, რომელმაც ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.
„კაიფში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. ნისიად მომეციო, უთხრა, რაზეც უარი მიიღო, ამან ამოიღო და გაისროლა. სამი ადამიანი, ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა, ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვნა. ისიც დაიღუპა" - ამბობს წყარო „ambebi,ge"-სთან.
პოლიციამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული.ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ambebi.ge