თეგებით ძიება
09. 02. 2024 მსოფლიო

100 უკრაინელი სამხედრო ტყვეობიდან გათავისუფლდა

უკრაინასა და რუსეთს შორის რიგით 51-ე ტყვეთა გაცვლა შედგა. მხარეებმა 100 სამხედრო არაბთა გაერთიანებულ საემიროების შუამავლობით გაცვალეს.

გათავისუფლებულ სამხედროებს შორის უკრაინის ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო, უკრაინის შეიარაღებული ძალების 26 თანამშრომელი და 25 მესაზღვრე არიან.

გათავისუფლებულთაგან, სულ მცირე, 28 დაშავებულია ან მძიმედ დაავადებული. ყველაზე უფროსი 62 წლისაა, უმცროსი კი 20-ის.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გათავისუფლებულთა უდიდესი ნაწილი მარიუპოლს იცავდა, ნაწილი კი დონეცკსა და ლუგანსკში იბრძოდა.

"მუდმივად ვფიქრობთ ტყვეობაში მყოფ ჩვენს ხალხზე. ყველა მათგანი აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ. ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ". - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს "ჰუმანიტარული მედიაციისთვის" მადლობა გადაუხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა