ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას - მიხეილ სააკაშვილი
ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ ფორად, თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის - ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ეს სკოლა ამოქმედდება თვე-თვენახევარში. გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება არ გამოუვა და „ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს“. - განაცხადა სააკაშვილმა.