თეგებით ძიება

"ორი თვის წინ თავადაც ამ ბაზარში მუშაობდა... ხშირად სვამდა, ფსიქიკური პრობლემები აქვს" - რას ჰყვებიან კაცზე, რომელმაც რუსთავში 4 ადამიანი მოკლა?

რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც 4 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ალ­კოჰოლს ხში­რად მო­იხ­მარ­და.

რო­გორც ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის წინ, ბა­ზარ­ში თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და და ბი­ძას ეხ­მა­რე­ბო­და. მა­თი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბულს ფერ­მა ჰქონ­და, ბიძა კი ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლი იყო.

ამას­თან, ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე­ე­ბი მოკ­ლულ ტაქ­სის მძღოლ­ზეც სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ტაქ­სის მძღო­ლი ბა­ზარ­ში ხორ­ცის სა­ყიდ­ლად შე­ვი­და, რა დრო­საც გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, ის მოკ­ლუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც ტყვია მა­საც მოხ­ვდა.

"ბიჭს ფერ­მა ჰქონ­და და მოკ­ლუ­ლი ბიძა ხორ­ცის გამ­ყიდ­ვე­ლია. ეს ბიჭი სვამ­და ხოლ­მე. ტაქ­სის მძღო­ლი დი­ლით ვნა­ხე, მო­მე­სალ­მა, წა­ვალ ხორცს ვი­ყი­დი და მო­ვა­ლო, მი­თხრა და მერე ეს ამ­ბა­ვი მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვემ.

ცნო­ბის­თვის, რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბა­ზარ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი დაჭ­რი­ლია.

მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა