თეგებით ძიება
09. 02. 2024 ვიდეო

ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელმაც რუსთავში ბიძა, ტაქსის მძღოლი და ორი გამყიდველი მოკლა (ვიდეო)

შეიარაღებული თავდასხმის ახალი დეტალები - რუსთავის ბაზარში სავარაუდო დამნაშავე 1988 წელს დაბადებული, 36 წლის გიორგი ორველაშვილია - სამართალდამცველებმა ის სროლიდან მალევე დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება ედება.

სავარაუდო მკვლელმა ე.წ სტამბოლის ბაზარში სროლა პირადი კონფლიქტის გამო დაიწყო და საკუთარ ბიძას ანგარიშსწორების მიზნით სანადირო იარაღიდან ესროლა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად სროლას კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ხორცპროდუქტების გამყიდველი, ერთი კი ტაქსის მძღოლია. დაჭრილია დაკავებულის ბიძაშვილიც. 

"ორი თვის წინ სახლი გადაუწვა ვიღაცას. მორჩა ყველაფერი, დამთავრდა. გიჟი იყო? გიჟს გარეთ რა უნდოდა... უნამუსოები ხართ, იცით რატომ? იცით, რომ ადამიანი გიჟია და გიჟი გარეთ დადის და ყველასთვის საშიშია", - მიმართა სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავის ახლობელმა.

"ჩემი ნათლიის ძმისშვილია დამნაშავე. გიჟი, რომელმაც 2 თვის წინ ნაქირავებში დატოვა ჩართული ყველაფერი, გადაწვა სახლი და წავიდა. პოლიციამ გაიგო ამის შესახებ, დაადგინეს, რომ ეს ვერ იყო ცოტა კარგად და ეს გიჟი, დღემდე, სამ თვეზე მეტია, დადის გარეთ..." - ამბობს ის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა