შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე 80 წლამდე კაცს ბრალდება წარედგინა
პროკურატურის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ქობულეთში მომხდარ დანაშაულს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულია 80 წლამდე კაცია. ადგილობრივების თქმით, დაკავებული და ახალგაზრდა ქალი მეზობლად ცხოვრობენ.
უწყება ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია უწყების განცხადებაში.