გორის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს
გორის მუნიციპალიტეტის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს.
სადგურის დასახლებაში ადგილობრივებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა. მან თითოეული მათგანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მდგომარეობის გათვალისწინებით საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩია.
მერიამ შვიდივე ოჯახს არსებული საფრთხის შესახებ წერილობითაც აცნობა.
მუნიციპალიტეტმა მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია.