თეგებით ძიება

როგორია რუსთავის ბაზარში დაჭრილი 26 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა – ვრცელდება ბოლო ინფორმაცია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.

"მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა"-აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, დღეს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი.

შსს-ის ცნობით, ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„ტვ პირველის" წყაროს ცნობით, მამაკაცს კონფლიქტი ჰქონდა ბიძასთან, რომელმაც სამსახურიდან გაუშვა და, შურისძიების მიზნით, თავს დაესხა მას.

არსებული ინფორმაციით, კაცი, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია მხილებული, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. ეჭვმიტანილმა კლინიკა ორი თვის წინ დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა