დრაკონის წელი შემოდის, ვინც მოემზადება, არ დაეზარება, ექნება საუკეთესო წელიწადი - მიხეილ ცაგარელი
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და ადამიანებს დრაკონის წლის შესახვედრად მომზადებას ურჩევს.
"10 თებერვალს ღამის 3 საათზე შემობრძანდება ხის სტიქიის მწვანე დრაკონი, რომელსაც უყვარს ოჯახი, სიყვარული, ბავშვები, მშრომელი და მოწესრიგებული ადამიანი. დრაკონი ლიდერია და საქმის ბოლომდე მიმყვანი და შრომის სამართლიანი დამფასებელი. ამ წელი უამრავი ქორწილი იქნება დაოჯახდებიან და პატარებიც შეძინებათ უამრავ ოჯახს! იმრავლოს ქართველმა ერმა!!!" - წერს ცაგარელი.