თეგებით ძიება

ქალი, რომელმაც მცირეწლოვანი შვილების მკვლელობის ბრალდებით ციხეში 20 წელი გაატარა, უდანაშაულოდ ცნეს

კეტ­ლინ ფოლ­ბიგს "ავ­სტრა­ლი­ის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის“ სა­ხე­ლი მას შემ­დეგ შე­არ­ქვეს, რაც დამ­ნა­შა­ვედ სცნეს ვა­ჟე­ბის - ქე­ი­ლე­ბი­სა და პატ­რი­კის და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის - სა­რას და ლო­რას მკვლე­ლო­ბა­ში. ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის კეტ­ლინს ცი­ხე­ში 20 წლის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

ფოლ­ბიგს, რო­მე­ლიც თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევ­და, 2003 წელს 25 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი 1989-დან 1999 წლამ­დე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებ­და, რომ დე­დამ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი და­ახ­რჩო.

ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­მე­ლიც ახალ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას და­ე­ფუძნა, და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით და­ი­ღუპ­ნენ.

შე­დე­გად, NSW-ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ხელი მო­ა­წე­რა სრულ შე­წყა­ლე­ბას და ქალ­ბა­ტო­ნი ფოლ­ბი­გის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბრძა­ნა.

ფოლ­ბი­გის 2003 წლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ეყ­რდნო­ბო­და ირიბ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით დღი­უ­რებს, რომ­ლებ­შიც კეტ­ლი­ნი დე­დო­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე წერ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბავ­შვე­ბის დახ­რჩო­ბის ფი­ზი­კუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

ბოლო კვლე­ვე­ბი­სას, იმუ­ნო­ლოგ­თა ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ფოლ­ბი­გის ქა­ლიშ­ვი­ლებს გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია ჰქონ­დათ - სა­ხელ­წო­დე­ბით CALM2 G114R - რა­საც გუ­ლით უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია.

ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მის ვა­ჟებს გა­აჩ­ნდათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი მუ­ტა­ცია, რო­მე­ლიც უე­ცარ ეპი­ლეფ­სი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ კა­რო­ლა ვი­ნუ­ე­სას გან­ცხა­დე­ბით, უჩ­ვე­უ­ლო გე­ნე­ტი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბა კეტ­ლინ ფოლ­ბი­გის დნმ-ში თა­ვი­დან­ვე აშ­კა­რა იყო. მი­სი­ვე თქმით, ეს შემ­თხვე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა