თეგებით ძიება
10. 02. 2024 სპორტი

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

დღეს 2024 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისში, ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

„შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოგვიწია. გვქონდა ტრავმები, რის გამოც რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. არსებული კონტიგენტით კმაყოფილი ვარ და ველოდებით პირველ საშინაო შეხვედრას. გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა