თეგებით ძიება

ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ირაკლი კობახიძეს პრემიერ მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

ბატონო ირაკლი,

გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.

კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს.

ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.

გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“,- აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა