რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
„სამწუხაროდ, გვყავს 7 დაღუპული, აქედან სამი ბავშვია - 7 და 4 წლის, და ერთი 6 თვის ბავშვია“, - განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა.
შეტევა ირანული დრონებით განხორციელდა. ერთ-ერთი ავტოგასამართ სადგურს მოხვდა, რამაც 14 სახლში ხანძარი გამოიწვია.
ხარკოვის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
რუსულმა ძალებმა შეტევა ოდესის ოლქზეც განახორციელეს, სადაც 4 ადამიანი დაშავდა.