თეგებით ძიება

მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად "ბასიანთან“ პარაკლისი ჩაატარა

თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ მრევ­ლთან ერ­თად, 19 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლუბ „ბა­სი­ან­თან“ ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რა. „ბა­სი­ან­თან“ შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს სამ­შობ­ლოს­თან, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩვენ არ მოგ­ვი­ტა­ნია დღემ­დე, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქარ­თვე­ლე­ბი ვმდგა­რი­ყა­ვით, უამ­რა­ვი სის­ხლი დაღ­ვა­რეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ჩვენ ღირ­სე­ბა, პა­ტი­ვი, ეროვ­ნუ­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქო­ნო­და.

და­სა­ცი­ნად არ ღირს ის, რომ თურ­მე ასე­თი სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა, თურ­მე არ შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ პატ­რი­ო­ტიზ­მზე, ქვე­ყა­ნა­ზე, ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. ის ახალ­გაზ­რდე­ბი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ნი ღმერ­თის შვი­ლე­ბი ვართ, ეს უნდა გა­ი­აზ­როს მთავ­რო­ბამ, ოპო­ზი­ცი­ამ. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა სის­ხლი დაღ­ვა­რეს, რომ ჩვენ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ჩვენ და­სა­ღუ­პი შვი­ლე­ბი არ გვყავს. რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით? სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა არის ძა­ლი­ან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი. ამ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა“,-გა­ნა­ცხა­და მამა შალ­ვამ. მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სა­კი­თხზე არ­ცერ­თი ტე­ლე­ვი­ზია არ სა­უბ­რობს. "მე­წყე­რი რომ მო­წყდე­ბა იმა­ზე ეუბ­ნე­ბი­ან მთავ­რო­ბას, ადა­მი­ა­ნი რა­ტომ მოკ­ვდაო, გა­მო­ძი­ე­ბა იწყე­ბა და ადა­მი­ა­ნი რომ და­ი­ღუ­პა, ამა­ში სა­ხელ­მწი­ფომ არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფოც და ოპო­ზი­ცი­აც ამა­შია ჩარ­თუ­ლი“, - აღ­ნიშ­ნა მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, კლუბ „ბა­სი­ა­ნის“ გან­ცხა­დე­ბით, 19 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით გახ­და შე­უძ­ლოდ.

რო­გორც კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახალ­გაზ­რდას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერც კლი­ნი­კა­ში შეძ­ლეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა