თეგებით ძიება

ტრაგედიიდან მე-4 დღეს ირაკლი კობახიძე სოფელ ნერგეეთში ჩავიდა

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

ახლად დანიშნული პრემიერი სტიქიური უბედურების ზონაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

ამ წუთებში ირაკლი კობახიძე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ათვალიერებს, შემდეგ კი სამოქალაქო პანაშვიდზე ასვლას გეგმავს.

მას ჯერჯერობით ჟურნალისტებთან კომენტარი მას არ გაუკეთებია.

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა