თეგებით ძიება

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. სანადირო თოფი, რომლითაც გუშინ რუსთავში დანაშაული ჩაიდინეს, სავარაუდოდ, ორველაშვილის ძმას ეკუთვნოდა.

უწყება ამბობს, რომ ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვალს, ახალგაზრდა კაცმა, რუსთავში, ე.წ " სტამბოლის ბაზრობაზე" სანადირო თოფით 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა. დაჭრილი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და მძიმე მდგომარეობაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა