თეგებით ძიება
10. 02. 2024 მსოფლიო

ევა კაილი ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე კენჭს არ იყრის

„კატარგეიტის“ კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურანტი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებზე კენჭს არ იყრის. ამის შესახებ Politico-ს კაილის ადვოკატმა, მიხალის დიმიტრაკოპულოსმა განუცხადა.

მისივე თქმით, კაილის ჯერ არ გადაუწყვეტია, მანდატის ამოწურვის შემდეგ ის ბრიუსელში დარჩება თუ საბერძნეთში დაბრუნდება.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა