თეგებით ძიება

ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მმომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა